Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულებმა ერთდროულად დადეს სამხედრო ფიცი
ambebi.ge
26 May 2016, 13:20
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო| ახალწვეულების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად ხუთ რეგიონში - ემოციური კადრები!

თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცი მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, მთავარი საბრძოლო Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ტანკი "აბრამსი" და ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი".

ფიცის დადების ცერემონიალში, წელს პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრმა, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრმა და აშშ-ის საერთო ძალების ორკესტრმა. თავისუფლების მოედანზე გადაიფრინა ოთხმა ვერტმფრენმა სახელმწიფო დროშებით.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად მოსახლეობას შესაძლებობა აქვს ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ნახოს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი